ანნა კვანტრიშვილი
ფსიქოლოგი;
ფსიქოთერაპევტი;
ნლპ ტრენერი (ნეირო-ლინგვისტიკური პროგრამირება);
პერსონალური ქოუჩი.
ანნა კვანტრიშვილი
ფსიქოლოგი;
ფსიქოთერაპევტი;
ნლპ ტრენერი (ნეირო-ლინგვისტიკური პროგრამირება);
პერსონალური ქოუჩი.
1 კონსულტაცია 80 ლარი

5 კონსულტაცია 300 ლარი

8 კონსულტაცია 400 ლარი
ძალიან ხშირად მხვდება ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ პასუხისმგებლობა თავიანთ ცხოვრებაზე აღებული... ადამიანები არ მონაწილეობენ საკუთარ ცხოვრებაში... შედარება რომ გავაკეთოთ, გვანან ხოლმე ნავს რომელიც ზღვაშია გაშვებული უიალქნოდ და უმართავად, და ქარი აქეთ-იქით ახეთქებს საითაც დაუბერავს. ნამდვილად გავს უამრავი ადამიანი ესე ზღვაში დარჩენილ ნავს, რომელებიც დამოკიდებულები არიან გარემოზე, სხვა ადამიანებზე და უამრავ ფაქტორზე, და ხშირად მართულები არიან იმ მოვლენებით, რომლებიც გადახდებათ ხოლმე თავს.

როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, პრობლემები, დაბრკოლებები, ტანჯვა და ტკივილი, ესაა გზაა განთავისუფლებისკენ, ესაა მინიშნება ამ გზაზე, ცხოვრება ანახებს ადამიანებს რომ დროა მოძრაობის, მოქმედების და პასუხისმგებლობის აღების საკუთარ ცხოვრებაზე. ამგვარად გვასწავლის ცხოვრება, რომ გამოვფხიზლდეთ. ხშირად ადამიანი ვერ უმკლავდება პრობლემას, იჭედება პრობლემაში ემოციურად, იჭედება აზრებით, და ვეღარ ახერხებს მოძრაობას. პრობლემა პრობლემას იზიდავს, ყველაფერი ერთმანეთს ემატება, და ადამიანი მოათრევს ამ ყველაფერს თავის გზაზე, გაჟღენთილია ამ ყველაფრით. ზოგჯერ ისეც ხდება ხოლმე რომ ადამიანს ჰგონია რომ გადალახა დაბრკოლება, გავიდა ფონს. . . მაგრამ სინამდვილეში ხდება ხოლმე ამ ყველაფრის განდევნა, მივიწყება, თვალის არიდება, გაქცევა, და როდესაც რაღაცა მსგავსი სიტუაცია მოხდება, ეს იწვევს ხოლმე ყველაფრის გაცოცხლებას და გამოღვიძებას, იგივე შეცდომებს ვუშვებთ და ყველაფერი მეროდება და მეორდება, და გარკვეული ჩაკეტილი წრე იქმნება, რომლის გარღვევა არ ხდება.

ამ დროს ადამიანს ესაჭიროება ფსიქოთერაპიული ჩარევა, რომელიც დაეხმარება რომ ეს დაბრკოლება რომელიც აქვს უმტკინვეულოდ გაიაროს, მიიღოს სასარგებლო გამოცდილება და გარდაქმნას ის რაც ცუდია კარგად.ფსიქოლოგი დაეხმარება დაინახოს საუკეთესო გზა და გამოსავალი.

ყველა ადამიანს აქვს უდიდესი ძალა, არ არსებობს სუსტი ადამიანი, უბრალოდ მათ მიაჩნიათ თავი ასეთებად. ჩემი უპირველესი ამოცანაა, ჩემი უპირველესი მისიაა რომ ადამიანში გაიღვიძოს ამ ძალამ რომელიც მას აქვს . აღზრდის შედეგად იქნება თუ კიდევ სხვა მიზეზებისა და ჩარვების შედეგად, ადამიანი კარგავს საკუთარ რწმენას, თავდაჯერებას კარგავს. ძალიან მნიშვნელოვანია იპოვო ეს ძალა, ესაა გარკვეული ცხოვრებისეული გასაღები, რომელიც ისეთ კარებს აღებს, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ რჩება. თუკი გადახვედი ამ ზღურბლს შენ ვეღარასდროს გახდები ისეთი როგორიც იყავი, ეს თითქმის შეუძლებელია.

ასევე მნიშვნელოვანი მომენტია რომ, თუ შინაგანი ცხოვრება არ გაქვს დალაგებული, ძალიან ძნელია დაალაგო ურთიერთობები და მოიწყო პირადი ცხოვრება, ისეთი როგორიც გინდა. თუ პირად ურთიერთობებში რაღაცა ისე არ არის როგორც თქვენ გინდათ, რაღაცა ტკივილია და გაურკვევლობა, ამის მიზეზი ჩვენს შიგნით უნდა ვეძებოთ. და საერთოდ ნებისმიერ არასასიამოვნო მოვლენაში რაც თავს გადაგვხდება, ნებისმიერ საკითხში შინაგანი დაბრკოლება არსებობს, ყველაფერი ჩვენს შიგნით სამყაროზე მიგვითითებს. ამ ყველაფერზე მუშაობა კი შესაძლებელია. ყველაფრის დანახვა, თვალის გასწორება, გაცნობიერება იმისა თუ რა წერტილში იმყოფები და შემდეგ მუშაობა საკუთარ თავზე, გამუდმებითა და მონდომებით.. .

სწორედ ამან მე მიმიყვანა იმ პიროვნებამდე,რაც დღეს ვარ. იგივე ადამიანი ვარ ვინც ვიყავი, იგივე ანა ვარ... უბრალოდ ვიპოვე ის ძალა ჩემში, რომელზეც გესაუბეროდით. თუკი გინდათ აღმოაჩინოთ თქვენი შინაგანი სიძლიერე, თუკი გინდათ თქვენ იყოთ თქვენი ცხოვრების მთავარი შემოქმედი, თუკი გინდათ დაალაგოთ ურთიერთობები საკუთარ თავთან და ადამიანებთან, თუკი გინდათ ისწავლოთ პრობლემების სხვაგვარი ხედვა, და თუკი გინდათ უბრალოდ იყოთ უკეთესად ვიდრე ხართ ამჟამად, მე დაგეხმარებით რომ მოძებნოთ გზა ამ ყველაფრისაკენ, დაგეხმარბით თქვენ თავთან მუშაობაში. უბრალოდ შეგიძლიათ გამომიყენოთ როგორც ინსტრუმენტი, როგორც დროებითი დამხმარე, თქვენს ცხოვრების იმ ეტაპზე, სადაც თვლით რომ გჭირდებათ ეს...

გისურვებთ შინაგან სიმშვიდეს თქვენი ანნა....
..................................................................................................

ანნა კვანტრიშვილი
ფსიქოლოგი;
ფსიქოთერაპევტი;
ნლპ ტრენერი
(ნეირო-ლინგვისტიკური პროგრამირება);
პერსონალური ქოუჩი.


+995 571 02 31 05

www.anakvantrishvili.tilda.ws
FACEBOOK: ფსიქოლოგი ანნა კვანტრიშვილი

კლიენტების უკუკავშირი
  • ნინო პ.
    ანა ჩემო საყვარელო , მინდოდა აქამდეც მომეწერა და მადლობა გადამეხადა იმ არაჩვეულებრივი სესიისთვის.
    ჩემს გულში მზემ გამოანათა
    ყოველთვის ვცდილობდი იმ ტკივილით არ მეცხოვრა , მაგრამ უშედეგოდ . რასაც მთელი ცხოვრება ვატარებდი და ვერ ვუმკლავდებოდი ზუსტად ის დიდი ტვირთი მომაცილე .
    არ ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება.
    მინდა დიდი მადლობა მოგიხადო და ავღნიშნო როგორ ვაფასებ შენს დახმარებას.
    ბრავო ანა!
    გაიხარე
  • ლელა მ.
    ანასთან მუშაობის დროს გავარკვიე ბევრი რამ თუ რა იწვევდა ჩემში დეპრესიას, შფოთვას, ცუდ გუნება-განწყობას. ეს სესიები ჩემთვის იყო ნაყოფიერი: ვიცი როგორ ვმართო ჩემი ემოციები, ჩემი დრო და ენერგია, რომ გამოვიდე დეპრესიული მდგომარეობიდან და ცხოვრებას ვუყურო სხვა კუთხიდან.დავინახო მეტი პოზიტივი ცხოვრებაში და ვიცხოვრო ბედნიერად.რადგან მე ამ ქვეყანას მოვევლინე მაქვს უფლება ვიყო ბედნიერი და ლაღი,თუნდაც იმიტომ რომ ჩემი ღიმილით და სილაღით სამყარო გავალამაზო. მადლობა ანა კვანტრიშვილს და ინგა ბლესის ფსიქოლოგიურ ცენტრს!
  • აკაკი ჩ.
    მადლობა მინდა გითხრათ რომ მომეცით საშუალება მესარგებლა თქვენი ფსიქოლოგიური მომსახურებით, ანნასთან სესიები ნამდვილად სასარგებლო იყო თავს მეტად თავდაჯერებულად ვგრძნობდი, ვიყავი უფრო შემართებით და თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობდი და მართლაც რომ სასარგებლო იყო ჩემთვის.
  • ია ნაცვლიშვილი
    ანა კვანტრიშვილთან გავლილი ფსიქოლოგიური საკითხები,მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის,საკითხები შეეხებოდა,ტყუილს,თვითშეფასების ამაღლებას,თავის ტკივილის მოხსნას,ესენი მნიშვნელოვანი საკითხებია ჩემთვის,ანა არაჩვეულებრივი გოგოა,იმ უნარით დაჯილდოვებული მოგანიჭოს სიმშვიდე საუბრის დროს. კარგი რამეები ხდება ჩემთან ტყუილების დაძლევასთან მიმართებაში მაქვსშედეგი,აღარ მაქვს ტყუილები და სიმშვიდე ვიპოვე ამით,ადრე ყველა პრობლემას ვცდილობდი.მარტო მომეგვარებინა რაც არ გამომდიოდა და ვიტყუებოდი,ახლა კი ერთიანი ძალებით ვცდილობთ მოვაგვაროთ პრობლემები. მეორე საკითხი თვითშეფასება,არ განვიცდი უსუსურობას რომ ნაკლები ვარ,ქუჩაში ამაყად დავდივარ ამ მხრივაც მაქვს რათქმაუნდა შედეგი,თავის ტკივილები პრობლემებისაგან მე და ანამ ერთად გავდევნეთ ჩემი სხეულიდან მძიმე ტვირთი ამ კუთხით თავის ტკივილს აღარ ვუჩივი,ბედის გადახლართვა იყო კიდეე მშობელთან და ესეც,ავხესნით ამის გამო უკეთესი კონტაქტი მაქვს დედასთან ბედი გვიშლიდა ხელს ესე მგონია,ჩემი ცვლილებები შესამჩნევი გახდაა,აშკარაა რომ სეანსების შემდეგ მეტად თავდაჯერებული გავხდი,ასევე შეურაწყიფები იყო საყვარელი ადამიანებისაგან და ის მანგრევდა,ანამ მითხრა რომ ისინი არ მივიღო საკუთარ თავზე არანაირი გზით,და უფრო ბედნიერიც ვიქნები და ეს მართალია. დიდი მადლობა ანას, ძალიან კმაყოფილი ვარ.
  • ლიკა ხაბეიშილი
    ჩემს ფსიქოლოგს ანა კვანტრიშვილს მივმართე შემდეგი საკითხით: სტრესული მდგომარეობის დაძლევა! უკვე ვეღარ ვუმკლავდებოდი სტრესს რომელიც სამ წელზე მეტია მაწუხებს. საკითხი არ არის მოგვარებადი და მის გართულებას, შესაბამისად მოჰყვა ჩემი მდგომარეობის გართულებაც.გამიღრმავდა დეპრესია, გავხდი აპათიური, 80 პროცენტით დამიქვეითდა შრომისუნარიანობა,ვიყავი უენერგიო და შეწუხებული. შექმნილი მდგომარეობის გამო მივმართე ჩემს კურატორს. ანა კვანტრიშვილმა უდიდესი პროფესიონალიზმით და ყურადღებით ჩამიტარა სესია. მისი ყველა სიტყვა, ყველა ბგერა აღწევდა ჩემი სულის სიღრმემდე. სესიის დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში, მისი თავდაჯერებული და ზუსტი ქმედებების შედეგად, ვიგრძენი სულიერი სიმშვიდე.ხოლო სესიის ბოლოს სიმშვიდესთან ერთად ვიგრძენი ენერგიის მომატება სხეულში. გავთავისუფლდი ემოციებისგან.საკითხი ისევ მტკივნეულია თავისი მძიმე გამოსავლით, მაგრამ ამას მხოლოდ გონების თვალით ვუყურებ. მადლობა სამყაროს უზენაეს ძალებს! მადლობა ანა კვანტრიშვილს, რომელმაც მიხსნა სრული განადგურებისგან და დამაბრუნა სიმშვიდეში. მადლობა ინგა ბლესს ასეთი უნიკალური ცენტრის შექმნისთვის! წარმატებები, სულიერი სიმშვიდე და ბედნიერება ყველას! ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას და თუ მან ცოტა ხნით დაგტოვათ,ინგა ბლესის ცენტრში გაპოვნინებენ! მე ჩემმა,ულამაზესმა და ნიჭიერმა კურატორმა ანა კვანტრიშვილმა დამაბრუნა რეალურ ცხოვრებაში ქმედითი და ბრძოლისუნარიანი. ბრწყინვალე აღდგომის კვირეულია! ბედნიერება და სიხარული მოგანიჭოთ უფალმა!
  • მაია პ.
    ანა კვანტრიშილთან გავიარე 5 ონლაინ სესია. დაწყებული პირველი სესიიდან თავს ბედნიერად ვგრძნობ ის შიში და თვითმკვლელობაზე ფიქრი გამიქრა სულ სხვა თვალით შევხედე სამყაროს , ყველა სესიამ ანასთან გამაძლიერა დამამშვიდა და თავს ბედნიერად ვგრძობ , ძალიან დამეხმარა და გამაძლიერა , დიდი მადლობა ქალბატონო ინგა თქვენ და მადლობა ანას რომ დამეხმარეთ და ჩემი ტკივილი უყურადღებოდ არ დატოვეთ
  • მ. ქარჩაიძე
    გავიარე 5 კონსულტაცია და საერთო ჯამში ვარ ძალიან კმაყოფილი ანასთან მუშაობით მომეხსნა შინაგანი ბლოკები, განმივითარდა თავდაჯერებულობა, აღმოვაჩინეთ ნამდვილი მისწრაფება ანუ პროფესია და ვიმუშავეთ 3 ჩაკრაზე რომელიც პროფესიის წარმატებას, ფინანსურ წარმატებას და თავდაჯერებულობას უწყობს ხელს. ახლა ვაგრძელებ დამოუკიდებლად ყველაფრის პრაქტიკაში განხორციელებას. გმადლობთ
  • თათია ჩ.
    ჩამიტარდა ანა კვანტრიშვილის სესიები სხვადასხვა თემაზე : შვილადობის თემაზე , ფინანსურ საკითხებზე , ენერგიის აღდგენის თემაზე, ჩამიტარდა სხვადასხვა ტექნიკა განწმენდის , სტრესისგან განთავისფლების , სხვადასხვა ბლოკების მოხსნის , ფიცების და აღთქმებისგან განთავისუფლების ტექნიკა , ასევე ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ბლოკების და პრობლემების განეიტრალების ტექნიკა . მივიღე ბევრი ახალი და საინტერესო და ჩემთვის საჭირო ინფორმაცია .გამოვხატავ ჩემს დადებით დამოკიდებულებას ჩემი ქოუჩ ფსიქოლოგის ანა კვანტრიშვილის მიმართ, მისი წყალობით მივიღე საჭირო ინფორმაცია და შინაგანი სტაბილური მდგომარეობა , მან შეძლო მოეხდინა ზეგავლენა ჩემს არასწორ ქმედებებზე და საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მასთან მუშაობა ჩემთვის პრობლემურ საკიხთებზე . ვთვლი საკმაოდ დადებით პიროვნებად, მას გააჩნია თავისი საქმისადმი სრული პასუხსიმგებლობა და ვხედავ მასში იმ ენერგიას და ძალას, რომელიც უნდა გააჩნდეს ჭეშმარიტ ფსიქოლოგს და რაც უპირველესი თვისებაა, რათქმაუნდა თეორიულ ცოდნასთან ერთად.მას შესწევს უნარი ადამიანი გამოიყვანოს რთული მდგომარეობიდან და დააჯეროს საიკითხის სისწორეში და დაიმსახუროს მისი ნდობა,რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია როცა ადამიანთან იწყებ შენს სისუსტეებზე საუბარს . მჯერა რომ ის უკვე არის საკმაოდ კარგი ფსიქოლოგი და ვუსურვებ მას დიდ წარმატებეს ამ სფეროში . მადლობა ასევე ინგა ბლესის ფსიქოლოგიურ ცენტრს რომელმაც მომცა საშუალება გამეგო უფრო მეტი ამ სფეროში
  • ხათუნა დ.
    იმ რჩევებით და რეკომენდაციებით რაც მომცა კვანტრიშვილმა კმაყოფილი ვარ, უფრო მომემატა ჩემი თავის რწმენა საქმის მიმართ რომელსა ვერ ვწყვიტავდი, სამსახური აღარ მეჩვენება ჯოჯოხეთად, გამიქრა აგრესია, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგის დამსახურებაა. მადლობა ანა კვანტრიშვილს და ინგა ბლესსის ფსიქოლოგიურ ცენტრს.
  • ანა ჩ.
    ძალიან კმაყოფილი ვარ ანასთან მუშაობით. როცა დავიწყე სესიები მართლაც ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. არ მქონდა არაფრის სურვილი ყველაფერი იყო ერთფეროვანი , დაკარგული და გამქრალი მქონდა ყველა ემოცია.მქონდა განცდა რომ ვიყავი უსარგებლო და ვიმყოფებოდი ყველაზე დიდ ჩიხში საიდანაც ვერასოდეს ამოვიდოდი. ანას მიერ ჩატარებული 1 სესიის მერე უკვე ვიგრძენი შვება და მართლაც ბოლომდე მივყევი და დავუჯერე რადგანაც ძალიან მინდოდა შველა. ანა არის ძალიან ძლიერი ფსიქოლოგი ჩემი აზრით . მისი უსაზღვროდ დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნება და დიდი მონდომება ადამიანს უშველოსბაშკარად იგრძნობა პირველივე სესიებზე. ის გრძნობს ყოველ შენ ფიქრს განცდას და წვდება უსაზღვროდ და გასწავლის როგორ დაალაგოს. ნელნელა მომეხსნა შიშები შფოთვა , ბნელ ჩრდილოეთში( ვიმყოფები ემიგრაციაში) განათდა , ვიგრძენი და დავინახე ამ ქალაქში თურმე რამდენი ლამაზი ადგილი ყოფილა. მომეცა ენერგია მომინდა ვარჯიში , სიჯანსაღე თითქოს თავიდან დავიბადე. ძალიან მაგარინგოგოა ნამდვილად გამიმართლა თქვენი გვერდის დახმარებით რომ გავიცანი. პატივისცემით ანა
ქოუჩი, როგორც ახალი პროფესია -კავკასიის პირდაპირ ეთერში
"ნეგატიური აზრების გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და რა გვიშლის ხელს ბედნიერებაში"
როგორ მივცეთ საკუთარ თავს სიყვარული
რა ხდება როდესაც ადამიანი გამუდმებით იძახის "ვერ შევძლებ"
პანიკური აშლილობა, შიშის მდგომარეობები..
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი შიშის და პანიკის მდგომარეობისას?


ანნა კვანტრიშვილის ინტერვიუ ინგა ბლესსთან "როგორ მოვახერხოთ აწმყოში ცხოვრება?"
ვფიქრობ ადამიანებს არაფერი არ აკლიათ...
მთელ სამყაროს, ყოველი ადამიანი თავის თავში დაატარებს, სინამდვილეში ადამიანს არსად წასვლა არ სჭირდება, მხოლოდ საკუთარ თავთან დაბრუნება ჭირდება. საქმე იმაშია რომ საკუთარ თავს ვერსად გაექცევი, და ირგვლივ რა გარემოშიც ხარ, ეს გარემო შენი შექმნილია, იმას იღებ რასაც იზიდავ და რასაც რთავ ნებას რომ შენს ცხოვრებაში შემოვიდეს...
გადახდის მეთოდები
1
თიბისი ბანკის pay box
2
ბანკის სალაროში ან თქვენი ინტერნეტ ბანკინგით
ანგარიშის რეკვიზიტებია:
3
გზავნილების საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებთათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: +995 571 02 31 05
ელ-ფოსტა: anakvantrishvili7@gmail.com
Facebook:
ფსიქოლოგი ანნა კვანტრიშვილი
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website